16 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი - ლევან დავითაშვილი

2022 წლის იანვარში ექსპორტი გაიზარდა 47.6%-ით და 331.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 38.7%ით აღემატება წინა წლის მონაცემს და 779.1 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. 

"ექსპორტი არის 39%-ით გაზრდილი, ანუ ეს არის წმინდა ექსპორტი, რომელიც საქართველოში გენერირებულ დამატებით ღირებულებას ახდენს და საქართველოში წარმოებული პროდუქტების ექსპორტია. რამდენიმე მნიშვნელოვანი კატეგორია შეიძლება გამოიყოს ამ მიმართულებით. ქვეყნებიდან ძირითადი სავაჭრო ქვეყნებია ყოფილი დსთ-ს ქვეყნები, თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდა არის ევროკავშირის მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია ის ძირითადი საექსპორტო პროდუქტები, რომლითაც საქართველო ცნობილია ბოლო წლების განმავლობაში - მინერალური რესურსები, ფეროშენადნობები, ასევე წმინდა ექსპორტს რაც შეეხება, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი,"- განაცხადა მინისტრმა. 

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა, როგორც 2020 წლის იანვრის (24%-ით), ასევე 2019 წლის იანვრის (40%-ით) ექსპორტის მონაცემებს.

 
დღის ამბები