16 ნოემბერი 2024,   08:03
ვრცლად
"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხის შექმნა, სრულიად მიუღებელია" - ენტონი ბლინკენმა დავით ზალკალიანის ციტატა Instagram გვერდზე გამოაქვეყნა

"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხის შექმნა, სრულიად მიუღებელია," - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ ციტატას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე აქვეყნებს.

ვიდეო-კოლაჟი მოიცავს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიზანია უკრაინის მიმართ მსოფლიო სოლიდარობის დემონსტრირება. ვიდეო აერთიანებს - ნატოს გენერალური მდივნის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს.

დღის ამბები