დმიტრო კულებამ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელიდან პირდაპირ ვაშინგტონში გაფრინდა. დმიტრო კულება აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის კრიზისი და ფორმულირება უნდა იყოს სხვაგვარი. უკრაინას სურს, რომ სანქციების ნაწილი ამოქმედდეს რუსეთის წინააღმდე. მანვე დახურულ კარს მიღმა მოითხოვა უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივა,რადგან ეს იქნებოდა კრემლისთვის ადეკვატური პასუხი.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მინისტრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთისთვის უკვე აუცილებელია, რადგან კრემლმა ოკუპირებულ რეგიონებში პროვოკაცია წამოიწყო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.
პოლიტიკური ლიდერები ყველა შესაძლო პლატფორმას იყენებენ რუსულ-უკრაინული კრიზისის დასაძლევად. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ყურადღებას ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ თუ რუსეთმა არ გაიყვანა ჯარი ეს ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ მას სურს ესკალაცია.
"ველოდებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომ გაუგზავნის რუსეთის მკაფიო გზავნილს.
უკრაინა მარტო არაა და შეჭრის შემთხვევაში მკაცრად აგებს პასუხს. ლეგიტიმური მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ სანქციების ნაწილი ახალა დაწესდეს. მნიშვნელოვანი რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო ახლა კი, ჰიბრიდული ომით კერძოდ გაზრდილი სამხედრო მობილიზებით ვითარების ესკალაციას ახდენს.
მე ვესაუბრე სახელმწიფო მდივან ბლინკენს და მომაწოდა ინფორმაცია ბაიდენი- პუტინის სამიტის შესახებ. ვფიქრობ ნებისმიერი დიპლომატიური მოლაპარაკება შეიძლება კრიზისის დაძლევის გზა აღმოჩნდეს.
იმედი მაქვს, რომ ამ სამიტზე ჩვენი ინტერესები მხედველობაში იქნება მიღებული. თუ რუსეთი ამის შემდეგაც ჯარს არ გაიყვანს უკრაინის საზღვრებიდან, მაშინ ეს ნიშნავს მას ვითარების ესკალაცია არ სურს,"-აცხადებს დმიტრო კულება.
საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი კი აცხადებს, რომ თუ რუსეთისთვის არ არსებობს ომის დასაწყებად წითელი ხაზები, არც დასავლეთისთვის იარსებებს სანქციების დასააწესებლად.
"ჩვენ არ უნდა დავუწყოთ ლოდინი თუ როდის დაესხმება თავს რუსეთი უკრაინას, რადგან უკრაინას თავდასხმის ქვეშ ყოფნა უკვე უწევს. ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა. უკრაინა გარშემორტყმულია უცხო ქვეყნის ჯარებით, სახელმწიფო ინტენსიური ზეწოლის ქვეშ არის. ცნობილი გახდა, რომ რუსები ბელარუსში ჯარს დატოვებენ, ეს კი არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის უკვე საფრთხეა.
არსებული სიტუაციისთვის ჩვენ უკვე პასუხი უნდა გავცეთ მათ. ჩვენ ბალტიის ქვეყნები ყოველთვის პირველები ვართ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რადგან ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე გვიწევს ყოფნა. თუ პუტინისთვის არ არსებობს სამხედრო თავდასხმაზე წითელი ხაზები არც ჩვენთვის უნდა არსებობდეს წითელი ხაზები სანქციების დასაწესებლად.
მიუხედავად ამისა დიპლომატიური გზა ასეთ სიტუაციაში არასდროსაა დახურული . მაგრამ ახლა მთავარი არის, რომ აგრესორმა აჩვენოს ნიშანი დეესკალააცის და გაიყვანოს ჯარი,"-აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
რაც შეეხება, ედგარ რინკევიჩუსი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს. იგი აცხადებს, რომ რაც დონბასში ხდება ამაზე პასუხისმგებელი არის რუსეთი.
"რაც ახლა დონბასში ხდება ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. როცა ვხედავთ ბელარუსში განთავსებულ ჯარს და უკრაინის საზღვართან კიდევ უფრო მეტი სამხედროს მობილიზებას, ცხადია რომ ჩვენ უკვე სიტყვებიდან ქმედებაზე უნდა გადავიდეთ.
ყველაფერი მზადაა იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გაუარესდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" შეჩერება, ფინანსური სანქციები და ექსპორტის კონტროლი, სწორედ ეს ბერკეტებია ახლა განხილვაში. ვფიქრობ ბელარუსი დამოკიდებულია რუსეთზე.
ის ფაქტი, რომ ბელარუსმა ნება დართო რუსეთს გაურკვეველი დროით ჯარი მის ტერიტორიაზე დარჩეს ნიშნავს იმას, რომ ბელარუსმა სუვერენიტეტი დაკარგა,"-აცხადებს ედგარ რინკევიჩუსი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ახალაც განაგრძობენ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს.