რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის ფონზე, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავენ. ისინი მადლობას უხდიან ბლინკენს მისი ძალისხმევისთვის ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობას და გამოხატავენ აღშფოთებას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე
"სამწუხაროდ, ყოველდღიურად საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ხდება რუსეთის აგრესიული მოქმედებების შედეგად, სწორედ დღეს რუსეთის აგრესიული მოქმედებები წარმოადგენენ საფრთხეს თანამედროვე საერთაშორისო სისტემისთვის. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მისი ძალისხმევისთვის,"- აცხადებს "ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ხათუნა ბურკაძე.