16 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გამოცხადებული შიმშილობის საკითხს ეხმაურება. ნიკა მელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, პროტესტის ამ ფორმის ხელახლა დაწყება მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

"მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, მაგრამ მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და სამართლიანი. შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი," - აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს უვადო სრული შიმშილობა გამოაცხადა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დღის ამბები