27 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
"გვცემეს სანამ შეეძლოთ, მკვდრები ვეგონეთ უკვე... ერთი კვირა სავარძლიდან ვერ ვდგებოდი... "- მოწმეების ჩვენებები 7 ნოემბრის საქმის პროცესიდან

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო  სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის შედეგად დაზარალებულები გამოჰკითხეს. მათ აღწერეს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეებს. გამოკითხვას არ დასწრებია თავად მიხეილ სააკაშვილი - მან სასამართლოს შენობა ბრალდების მოწმეების გამოძახებამდე დატოვა.

"ფეხი არ მაქვს, ჩქარა სიარული არ შემიძლია, ვერ გავიქცევი, მეორე იყო, უხელო იყო ის ბიჭი, არცერთი ხელი არ აქვს. ნამდვილად უყურებდნენ ისინი, რომ მე ვკოჭლობდი, იმას ხელები არ ჰქონდა, ეს შეიარაღებული რაზმი. რკინის ჯოხები მომხვდა თავში, რკინის იყო, ისეთი ხმა ჰქონდა. პროთეზიც მაქვს მე, ცოტა მყარი მასალის პროთეზია და ესეც დაჩეჩქვილი იყო, მერე რომ ვნახე, ესეც რკინის ჯოხებით. გვცემეს სანამ შეეძლოთ, მკვდრები ვეგონეთ უკვე, სამი კვირა სახლში სავარძელში ვიჯექი ვერ ვდგებოდი, ვმკურნალობდი. ექიმთანაც ვერ მივედი შიშით,"-განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ პროცესზე. 

"რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხზე მოხვდა ძალიან ძლიერი ძალის მქონე ტყვია. ფეხი ჰქონდა კანზე ჩამოკიდებული, ფეხი დაუმოკლდა 3 სანტიმეტრით. მითხრეს, თუ იმ ღამეს გადაიტანდა, მერე უნდა გველაპარაკა დანარჩენზე. საერთოდ, ამ ტრავმებმა შეიწირა,"-განაცხადა კიდევ ერთმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე. 

 

 
 
დღის ამბები