26 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
პუტინმა მაკრონსა და შოლცს აცნობა, რომ დონბასის დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულებას უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს

ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა - რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მათ განუცხადა, რომ დონბასის დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულებას უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს.

გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს. 

რუსეთის პრეზიდენტთან ზარის შემდგომ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო შეხვედრას იწვევს.

ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონბასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

დღის ამბები