რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ტვიტერზე" ეხმაურება.
"ეს აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმოქმედოს გადამწყვეტად ომის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად ," - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.