დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს დააწესებს. მიზეზი, პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაა. განცხადება ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა გააკეთა.
"მათი ქმედებები სერიოზულ ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს," - აღნიშნა ვუდვორდმა ნიუ-იორკში გამართულ გაეროს სხდომაზე, რომელიც პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ სასწრაფოდ მოიწვიეს.
მისივე განცხადებით, რუსეთის ქმედებები, ადამიანებისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის "სერიოზულ და დროში გაწელილ შედეგებს გამოიწვევს".
"საბჭო ერთიანი უნდა იყოს და მოუწოდოს რუსეთს დაუყონებლივი დეესკალაციისკენ, ასევე ერთიანი უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის დაგმობაში, რუსეთმა ჩვენ ზღვარზე დაგვაყენა, მოვუწოდებთ მას უკან დაიხიოს," - განაცხადა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.
წყარო: CNN