03 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სანქციებისთვის მზადება - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო ლიდერები აფასებენ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო ლიდერები აფასებენ.

"ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევის, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმის საპასუხოდ," - წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "აღიარებას", საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უწყებაში აცახდებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დარტყმაა ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაზე.

კანადა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად ემზადება - ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გმობს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და გადაწყვეტილებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.

პუტინის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობენ შვედეთის, ბულგარეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ მოლდოვის და ესტონეთის პრეზიდენტები. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დღის ამბები