16 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით" - კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება 

თბილისის მერი კახა კალაძე, რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას გმობს. კახა კალაძე უკრაინას მშვიდობას უსურვებს.

"საქართველო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით. მჯერა, რომ მალე უკრაინაც და საქართველოც გამთლიანდება. ვუსურვებ მათ მშვიდობას," - წერს კახა კალაძე "ტვიტერზე". 

დღის ამბები