როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს პასუხი რუსულ აგრესიაზე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შედეგ, ოფიციალურ განცხადებებში ევროპელი ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ერთიანი პასუხი იქნება მკაცრი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი მიემგზავრება პარიზში. საფრანგეთი ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და არსებული ინფორმაციით, დღეს უნდა გაიმართოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით რა ფორმატით, უცნობია - იქნება ეს ვიდეოკონფერენცია თუ სხვა სახის კომუნიკაცია.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოში შეიკრიბებიან წვერი ქვეყნების ელჩები და არსებული ინფორმაციით, ისინი დაიწყებენ საუბარს სანქციების პაკეტის ტექნიკურ მომზადებაზე. სწორედ სანქციებზე არის საუბარი ბრიუსელში, დღეს დილიდან მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელი აპირებს თარგეთირებული პერსონალური სანქციების ამოქმედებას რუსეთის წინააღმდეგ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა აზრი არის ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გუშინ ჟოზეფ ბორელიმ თქვა, რომ ძალიან მკაცრი სანქციების პაკეტი უნდა იყოს ამოქმედებული.