16 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
უკრაინას და საქართველოს ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი და ჯერჯერობით არც განკურნების წამალია მოგონილი - იაგი ხვიჩია

რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უკრაინას და საქართველოს ერთი და იგივე პრობლემა აქვს რუსეთის სახით. 

"უკრაინას და საქართველოს იდენტური მდგომარეობა აქვს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი და რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერს ვუშვებით.

არც განკურნების წამალია მოგონილი და რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ და მომავალში შევძლოთ განკურნება.

ჩვენი ქმედებებიც სინქრონში უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან, ცალკე აღებული საქართველო დამოუკიდებლად, მე მგონი ვერც ერთ შედეგიან და ეფექტურ ფორმას ვერ მოვიფიქრებთ,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ რუსეთი ბოროტების იმპერიაა და მასთან ენით მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს. ის ამბობს, რომ ქვეყნის თავდაცვითი ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს.

"ახლა არის მოქმედებების დრო და მოქმედება ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოშიც მსგავსი სცენარის განვითარებას, ოღონდ უფრო მეტ სიღრმეში, იმ ხალხს, ვინც ვაპირებთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, გვქონდეს ადეკვატური იარაღი, ადეკვატური იარაღი ნიშნავს, რომ გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაბამისი თავდაცვითი შეიარაღება,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 

 

 

დღის ამბები