16 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"ეს არის ერთი ერთში ის სცენარი, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელდა" - გივი მიქანაძე უკრაინის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საქართველოს სცენარს იმეორებს.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დადგენილი ნორმების სრული იგნორირება მოახდინა. 

"რუსეთის ფედერაციამ სრული იგნორირება მოახდინა საერთაშორისო სამართლის დადგენილი ნორმების და კონკრეტული ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა მოახდინა. ეს არის ერთი ერთში ის სცენარი, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელდა და საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა მყისიერად, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტმა მყისიერად გააკეთეს ოფიციალური განცხადებები, რომელშიც დაგმობილი არის ეს აღიარებები, ისევე როგორც ხაზგასმული არის რომ ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს კონკრეტული ქვეყნის სუვერენიტეტს.

ყველა საკითხი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გადადგმული, მაქსიმალურად კოორდინირებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. შესაბამისად, კონკრეტული აქტივობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ ნებისმიერი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგას," - აცხადებს გივი მიქანაძე.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა. 

"მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, რომ შენარჩუნებული იქნას პირველ რიგში მშვიდობა და მეორეს მხრივ, მოხდეს იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც არიან ამ აგრესიის მსხვერპლები," - აცხადებს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები