16 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი:

"დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას.

სამშობლოსათვის მისი თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი,"- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები