აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს კიდევ ერთხელ სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რუსეთის გადაწყვეტილება, საკუთარი მარიონეტების მიერ კონტროლირებადი ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით პროგნოზირებადი და სამარცხვინო ქმედებაა," - წერს ენტონი ბლინკენი "ტვიტერზე".
"ჩვენ მათ უმკაცრესად ვგმობთ და ვდგავართ უკრაინის გვერდით, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ვუთხარი," - აღნიშნავს იქვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.