16 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
პუტინის გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების თაობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა - კარლ ჰარცელი 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების თაობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

კარლ ჰარცელის თქმითვე, პარტნიორებთან აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა შესაბამის საპასუხო რეაგირებაზე - დიპლომატი კონსულტაციებს მართავს საქართველოს მთავრობასთანაც:

"ევროპელმა ლიდერებმა ყველაზე მკაცრი გზით დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების თაობაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და იმის მორიგი მაგალითი, თუ რამდენად დიდი საფრთხეა ყველასათვის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

ვმსჯელობთ პარტნიორებთან ერთად, თუ რა უნდა იყოს ამაზე შესაბამისი რეაგირება. ასევე ვაგრძელებთ ქართულ მთავრობასთან კონსულტაციებსაც იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის და საქართველოსთვის,"- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

დღის ამბები