16 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
ეს არის სერიოზული მსოფლიო გლობალური დაპირისპირება, ომი, რუსეთს დღეს დესტაბილიზაცია აწყობს - გია ვოლსკი

მმართველ გუნდში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის გადაწყვეტილებას მსოფლიო გლობალურ დაპირისპირებას უწოდებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებას, შესაძლებელია, ომი დაერქვას.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის ასეთ ვითარებაში საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ თავისი პოლიტიკით ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნება უზრუნველყოს და ასევე უკრაინისთვის მხარდაჭერაც.

"ეს არის სერიოზული მსოფლიო გლობალური დაპირისპირება, ომი შეიძლება დავარქვათ ასეთ ვითარებას. საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ თავისი პოლიტიკით უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნება და ამავე დროს, უკრაინისთვის მხარდაჭერა - ეს არის ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არ უნდა იყოს ისეთი შიდა პოლიტიკური კეკლუცობისთვის გამოსაყენებელი თემა. დესტაბილიზაცია აწყობს დღეს რუსეთსაც და "ნაციონალურ მოძრაობასაც," - ამბობს გია ვოლსკი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დაკავშირებით, არანაირი საერთაშორისო ძალა არ გააჩნია.

"არ აქვს ბუნებრივია არანაირი საერთაშორისო ძალა ამ აღიარებას, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და დადგება დღე, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესკალაცია გადაზარდოს შემდეგ ნაბიჯებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი რეაგირება უნდა იყოს მტკიცე, მშვიდი და საერთაშორისო ნაბიჯებთან შესაბამისობაში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები