03 მაისი 2024,   14:48
ვრცლად
პუტინმა უკრაინაში ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებით უკან დახია მრავალწლიანი დიპლომატიური შუამავლობის ძალისხმევა - ანა ლიურმანი

ბრიუსელში შეკრებილები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები ევროპის საკითხებში. ყველა მინისტრმა თავისი განცხადება უკრაინით დაიწყო.

მათი განცხადებით, მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთი კი, ამ გადაწყვეტილებით გადის მინსკის შეთანხმებიდან.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს მდივანი მარტინ კლუსი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას აანონსებს. 

"რამდენადაც სხვა პარტნიორებისგან მსმენია, ევროკავშირი ერთიანია სანქციებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენ დავიწყებთ ინდივიდუალური სანქციებით. ჩვენ ღია ვართ შემდგომ დავაწესოთ ფართო სანქციები რუსეთისთვის.

ეს უკრაინელი მეგობრებისთვის გარდაუვალია, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს უსაფრთხოებასაც ეხება. გვჯერა, რომ კონსესუსი იქნება არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშიც. შეგვიძლია დავაწესოთ სანქციების გარკვეული პაკეტი,"- აცხადებს მარტინ კლუსი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანი აცხადებს, რომ პუტინმა უკრაინაში ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებით საერთაშორისო სამართლ დაარღვია. 

"პრეზიდენტმა პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებით საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა ჩაიდინა, რითაც მან უკან დახია მრავალწლიანი დიპლომატიური შუამავლობის ძალისხმევა.

ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ამ ესკალაციას მტკიცედ და ერთიანობით ვუპასუხებთ. მუდმივი წარმომადგენლობითი კომიტეტი ამჟამად მსჯელობს სანქციებზე, რომლებიც გასული კვირეების განმავლობაში ინტენსიურად მზადდებოდა და მათი დაწესება მალე მოხდება,"-აცხადებს ანა ლიურმანი.

ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში  თომას ბირნი კი ამბობს, რომ ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის საპასუხო ქმედებებს განიხილავს.

"ევროკავშირი ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის საპასუხო ქმედებებს განიხილავს. ევროპული საბჭოს მხრიდან დეკემბრიდან იყო გათვალისწინებული მასობრივი შედეგები და სანქციების პაკეტთან შეთანხმება დღეს მოხდება.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს რუსეთმა უნდა იგრძნოს ტკივილი და ეს ასეც მოხდება,"- აცხადებს თომას ბირნი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის დასრულდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა. მათ მიაღწიეს შეთანხმება სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა უცნობია სანქციების რომელ პაკეტს აამოქმედებს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ.

 

დღის ამბები