16 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ენმ მოსკოვის გამზირისთვის კიევის სახელის მინიჭების ინიციატივით საკრებულოს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლას და კიევის გამზირის დარქმევას მოითხოვს. ინიციატივით პარტია საკრებულოში შედის.

ოპონენტების წინადადებას მმართველ გუნდში პასუხობენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინტერესდება, რატომ არ მიიღო ეს გადაწვეტილება პარტიამ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდა.

ზურაბ აბაშიძე აქვე კოლეგებს ახსენებს, რომ კიევის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს.

"როცა მოხდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კუთხეების ოკუპაცია 2008 წელს, მაშინ ხელისუფლებაში ვინ იყო?! - ის ძალა, რომელიც დღეს ამაზე საუბრობს, მაშინ რატომ არ გადაარქვეს? ასევე მინდა შევახსენო ჩვენ ოპონენტებს, რომ კიევის ქუჩა უკვე არსებობს ჩუღურეთის რაიონში. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების ცვლილებასთან, არსებობს კომისია, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე," - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები