16 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
რა დაუჯდება პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის ანექსია - სანქციები რომელზეც დასავლეთი მუშაობს

რა პასუხს გასცემს დასავლეთი პუტინს და რამდენად ადეკვატური იქნება სანქციები იმ საფრთხისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპას და ზოგადად მთელ მსოფლიოს უქმნის - სანამ ერთობლივ სანქციები გამოცხადდება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს ვაშინგტონმა, ლონდონმა და ბერლინმა - გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" სერთიფიცირება შეაჩერა, ბრიტანეთმა კი, სანქციები დაადო ხუთ რუსულ ბანკს და სამ ბიზნესმენს.

ევროპა ხვდება, რომ მკაცრი სანქციები დასავლეთის ქვეყნებსაც სერიოზულად დააზარალებს, თუმცა უმოქმედობა კიდევ უფრო დიდი ზიანს მოუტანს ევროპის უსაფრთხოებას.

დღეს დიმიტრი მედვედევი უკვე დაემუქრა ევროპელებს, რომ 100 კუბურ მეტრ გაზში 2 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. ევროკავშირმა და ევროატლანტიკურმა ალიანსმა უნდა აირჩიოს, რა უფრო ძვირი დაუჯდება ბუნებრივი აირი, თუ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებთან შეგუება.

დასავლეთის გარდა სანქციებისთვის იაპონია და ავსტრალიაც მზადაა. პოლიტიკა აისახა სპორტზეც, უეფა თითქმის დარწმუნებულია, რომ პეტერბურგში დაგეგმილი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისთვის სხვა ადგილს მოძებნის. მოსკოვის გადაწყვეტილებას საფონდო ბირჟაზე 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა მოჰყვა. მკვეთრად იკლო "როსნეფტისა" თუ "გაზპრომის" აქციების ფასმა. რუბლი დოლართან მიმართებაში 3%-ით გაუფასურდა.

დღის ამბები