16 ნოემბერი 2024,   08:06
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საგანგებო საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საგანგებო საგარეო საქმეთა საბჭო ერთხმად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დასთანხმდა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ევროკომისარმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა. 

სანქციების პირველი პაკეტი ბანკებს, პოლიტიკოსებსა და ფინანსური სექტორის ელემენტებს მოიცავს. 

გადაწყვეტილებები კოორდინირებულია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან.

ევროკავშირის საგანგებო საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების პირველი პაკეტია და მას ესკალაციის შემთხვევაში დამატებითი ნაბიჯები მოჰყვება.

ჟოზეფ ბორელის აცხადებს, რომ კრემლის ჩვეულ სცენარს მიუყვება, რომელსაც ისნი 2014 და 2008 წლებიდან იცნობენ.

დღის ამბები