16 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
რუსეთი ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა, ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს საბრძოლო მზადყოფნაში, მოკავშირეების 120-ზე მეტი ხომალდია ზღვაში - სტოლტენბერგი 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი უკრაინის ფარული დესტაბილიზებიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსი ვალდებულია დაიცვას მოკავშირეები ესკალაციისგან.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს 100-ზე მეტი თვითმფრინავი საბრძოლო მზადყოფნაშია.

"ახლა მოსკოვი უკრაინის ფარული დესტაბილიზაციის მცდელობებიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. ეს რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

NATO მიზანმიმართული და ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, დაიცვას ყველა მოკავშირე. ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა კიდევ ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი რეზერვშია. ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს საბრძოლო მზადყოფნაში, მოკავშირეების 120-ზე მეტი ხომალდია ზღვაში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ალიანს აგრესიისგან დაიცავს," - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები