20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ჩვენი მოთხოვნა არის ჩამოყალიბებული და უცვლელი, ეს არის მისთვის ადეკვატური მკურნალობის გაწევა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

პატიმარი ექსპრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს - რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი უფლებადამცველი მივიდა. როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ისინი კვლავ ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.

"ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან ჩამოყალიბებული და უცვლელი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის პირველი პრობლემების დღიდან. ეს არის მისთვის ადეკვატური მკურნალობის გაწევა. მე არ გახლავართ ექიმი, რომ შევაფასო ზუსტად რა სჭირდება, ამისთვის სჭირდება სასწრაფო დახმარების მანქანა ეზოში თუ სჭირდება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

დღის ამბები