16 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
სენაკის საკრებულოში აპარატის უფროსმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა შეიჩერა და სხდომა დატოვა - მიზეზად წნეხი და ზეწოლა დაასახელა

სენაკის საკრებულოში აპარატის უფროსმა თანამდებობა შეიჩერა და სხდომა დატოვა. ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

სენაკის საკრებულოს ოპოზიცია აპირებს დღეს თავმჯდომარე აირჩიოს. "ქართული ოცნება" კი დღევანდელ სხდომასაც არ ესწრება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ  ოპოზიციური პარტიების ალიანსს ემიჯნებიან.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავა კი აცხადებს, რომ საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავმჯდომარეს აირჩევენ. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულებით და შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილები ვართ "ნაციონალური მოძრაობა" 13 წევრით, ხოლო გახარია "საქართველოსთვის" 4 წევრი. ჩვენ ვართ უმრავლესობაში და უმრავლესობა გააგრძელებს სხდომას და აირჩევს თავმჯდომარეს,"-აცხადებს ლაშა კუჭავა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსმა ვეფხვია რუსიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

"როგორც საჯარო მოხელე, როგორც თანამდებობის პირი და როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, იმდენად, რამდენადაც მე სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ გამაჩნია, პროტესტის ნიშნად ვიჩერებ ჩემს უფლებამოსილებას, როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი.

მე უკვე არ ვიცი რა ხდება საკრებულოში, არ ვიცი რას აკეთებენ ჩემი თანამშრომლები და ნამდვილად არ მინდა ფორმალურად ვიყო ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მაშინ, როდესაც საკუთარი თავის დაცვაც კი პრობლემად მიჩნდება, არა თუ ჩემი თანამშრომლების დაცვა," - აცხადებს ვეფხვია რუსია.

დღის ამბები