16 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ევროპარლამენტარები პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ

ევროპარლამენტარები ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ამასთან, მოითხოვენ რუსეთს შეუჩერდეს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, მათ შორის, 2022 წლის UEFA ჩემპიონთა ლიგაში.

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის პირველი ნაწილი ერთხმად მიიღეს. რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ამასთან, სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ

 

დღის ამბები