ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შეიკრიბნენ. შეხვედრის ინიციატორი ლევან იოსელიანი იყო. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ძირთადად განიხილეს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, შეაჯერეს პოზიციები საკანონმდებლო ორგანოში განსახილველ საკითხებზე და ასევე, მიმოიხილეს უკრაინის თემა.
ითქვა ისიც, რომ საუბარი შეეხო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. შეხვედრას, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა ესწრებოდა.
"ვისაუბრეთ მთავარ საკითხებზე, მინიმუმ იმაზე, რომ ოპოზიციის შიგნით, ძალიან განსხვავებულ პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შორის იყოს ყველაზე დიდი კოორდინაცია თუნდაც იმ საკითხებზე, რაზეც შეგვიძლია რომ ერთი აზრი გვქონდეს. მესმის, რომ ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ის რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ, არის დასაწყისი სამომავლოდ უფრო ქმედითი ნაბიჯებისთვის,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი.