ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს.
"უკრაინა ჩემი სამშობლოა! მე ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ხალხით და ჩემი ქვეყნით! ჩვენ ბევრი რთული დრო გამოვიარეთ და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდით როგორც ერი, გულწრფელი, შრომისმოყვარე და თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეების ერი.
ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ქონება. დღეს ყველა ჩვენგანისთვის რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთიანობით ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!" - წერს შევჩენკო.