რუსეთის საგარეო უწყება, სანქციებთან დაკავშირებით ძლიერი და სიმეტრიული პასუხით იმუქრება. აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სანქციებთან წლებია ადაპტირდნენ და ამით დანაკარგებს არ მიიღებენ:
"სანქციები ვერაფერს მოაგვარებს. რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთი შეზღუდვების საფრთხის ქვეშ მის საგარეო პოლიტიკას გადახედავს. არც ერთი დღე არ მახსოვს, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლური სამყაროს შეზღუდვის გარეშე იცხოვრა. ვისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში და არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ განავითაროს ჩვენი სახელმწიფო. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დააზარალებს გლობალურ ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. შეერთებულ შტატებში რიგითი მოქალაქეები იგრძნობენ ფასების ზრდის სრულ შედეგებს,"- აცხადებს აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი.