უკრაინის საკითხზე და მის მხარდაჭერაზე ქართველი პოლიტიკოსები კვლავ ერთმანეთს უყენებენ პრეტენზიებს. პოლიტიკურ ბანაკებს მათი ოპონენტების უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობის ხარისხი არ მოსწონთ.
ამჯერად, აქტიურობს მმართველი პარტია, რომელსაც მიზეზი ოპოზიციამ, ჯერ საქართველო პარლამენტის რეზოლუციით, შემდეგ კი ევრონესტის ფარგლებში მიღებული დოკუმენტით მისცა. არცერთ ამ აქტს ქართული ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი გუშინ მიიღო. ამ განცხადებს ქართული დელეგაციიდან მხოლოდ რამდენიმე ხმა აქვს.