კიევში სირენები ჩაირთო, ვიდეო, სადაც გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მოსახლეობა ცდილობს, უკრაინის დედაქალაქი დატოვოს. ქალაქში ამ ეტაპზე პანიკა არ შეინიშნება, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მოსახლეობას ურჩევენ თავი შეაფარონ მიწისქვეშა გადასასვლელებს.
შესაძლოა უახლოეს წუთებში დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმა დაიწყოს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.