16 ნოემბერი 2024,   08:08
ვრცლად
რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ - სტოლტენბერგი

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გმობს.

"რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა და დაუღალავი მცდელობისა, ჩაერთულიყო დიპლომატიურ პროცესებში" - წერს იენს სტოლტენბერგი "ტვიტერზე."

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ დღს დილით, განაცხადა, რის შემდეგაც კიევის ქალაქების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის ოფიციალური უწყებები კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი. ვრცელდება ცნობები, რომ ნულოვან წერტილში ასობით სამხედროა დაღუპული და არიან დაშავებულები.

დღის ამბები