16 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაკავოს აგრესორი, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

"პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ღია ომის დაწყება გამოაცხადა", - ასე ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"ლატვია გმობს ამ აგრესიულ ქმედებას, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაკავოს აგრესორი. პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და ამის ინიციატორებმა პასუხი უნდა აგონ" - წერს ედგარს რინკევიჩი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ დღს დილით, განაცხადა, რის შემდეგაც კიევის ქალაქების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის ოფიციალური უწყებები კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი. ვრცელდება ცნობები, რომ ნულოვან წერტილში ასობით სამხედროა დაღუპული და არიან დაშავებულები.

დღის ამბები