16 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
სასწრაფოდ გადაიდგას 5 კონკრეტული ნაბიჯი - ვრცელდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო განცხადება

ვრცელდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო განცხადება. დმიტრო კულება მოითხოვს სასწრაფოდ გადაიდგას 5 კონკრეტული ნაბიჯი, ეს არის:

1. რუსეთისთვის გამანადგურებელი სანქციების დაწესება ახლა! SWIFT-ის ჩათვლით;
2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში;
3. იარაღი, აღჭურვილობა უკრაინისთვის;
4. ფინანსური დახმარება;
5. ჰუმანიტარული დახმარება

ცნობისთვის, რუსეთმა დღეს დილის 5 საათზე უკრაინის მიმართულებით საომარი მოქმედებები დაიწყო. უკრაინის თითქმის ყველა ქალაქის აეროდრომი დაიბომბა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და აეროდრომები.

უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. 

დღის ამბები