16 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
"მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას" - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ხვალ NATO-ს საგანგებო სამიტი ჩაინიშნა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ხვალ NATO-ს საგანგებო სამიტი ჩაინიშნა, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

"ჩვენ ვიდექით ერთად მაშინ, როდესაც ვხედავდით საფრთხეებს რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და ახლაც ვდგავართ ერთად, როდესაც ვხედავთ რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ჩვენ ვხედავთ რომ ახლა მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას და ჩვენ ბუნებრივია გვჭირდება შესაბამისი პასუხები ამ ყველაფერთან დაკავშირებით," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგს ჟურნალისტმა ჰკითხა, უკრაინამ მოწოდებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან თურქეთს მიმართა და ბოსფორის სრუტის ჩაკეტვა სთხოვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. სტოლტენბერგის თქმით, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

დღის ამბები