16 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო - რუსეთი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს - საქართველოში უკრაინის ელჩი

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო - რუსეთი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს:

"მთელი მსოფლიო ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის წარმოებას დიპლომატიური გზით. დღეს, 24 თებერვალს უნდა გამართულიყო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. იყო შეთანხმებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გამართულიყო სამიტი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის. პარალელურად კი, პუტინის სცენარის შემუშავება ხდებოდა. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, პუტინმა გამოაცხადა ოპერაცია, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინელი მოსახლეობის სიცოცხლისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფას. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ დროს, როდესაც ნიუ-იორკში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართებოდა. ამ სხდომის ჩატარებას ითხოვდა უკრაინა. მოლაპარაკების დრო კი დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში ომი დაიწყო. სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს იმის ნებას, რომ შეიარაღებული აგრესია განახორციელოს,"- განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა. 

დღის ამბები