უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ საქართელოს ახლა უკრაინის ყველაზე უკეთ ესმის.
იგორ დოლგოვი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა მათ გამოსავლის გზებზე ერთად იმსჯელეს.
"ამ ძალიან რთული დღის ბოლოს, რომელიც, სამწუხაროდ, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის დასაწყისს აღნიშნავს, შევხვდი ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომ შეგვეჯამებინა რა მოხდა დღის მანძილზე და განგვეხილა, თუ რაზე უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირება და რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად.
ამ ვითარების ახსნა ძალიან მარტივია ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, ვინაიდან თქვენ გაქვთ გაკვეთილი მიღებული 2008 წლიდან. თქვენ იცით, რა არის ომი და დღეს უკრაინა ომშია. დღეს დილიდან, როდესაც პუტინმა გააგზავნა თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შესაჭრელად. ჩვენ ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვგრძნობთ თბილისისგან. დღეს დილიდან დავიწყე მინისტრ ზალკალიანთან, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და პარლამენტთან კომუნიკაცია.
დღეს ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. ასევე მქონდა სატელეფონო საუბრები იმ ქართველებთან, რომელთაც სურთ ჩვენი მხარდაჭერა და რომელთაც შემოგვთავაზეს დახმარების გაწევა იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ვერ ტოვებენ თბილისს და ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით.
ჩვენ უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ. ჩვენ ველოდებით მტკიცე გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს ევროპაში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში და ასევე ევროკავშირის საბჭოში. ველით, რომ ისინი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ და მოახდენენ აგრესორის იზოლირებას,"- აცხადებს მინისტრი.