ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "კურიერის" ეთერში განმარტავს, როგორ აპირებს საქართველო უკრაინის დახმარებას და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა.
"უკრაინელები, ვინც აქ არიან ჩამოსულები და ვინც კიდევ ჩამოვა, მათ უნდა მივხედოთ ყველანაირად. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დღეს კიევში იმყოფება.
დღეს გვეუბნებიან, რომ საქართველომ დღეს იმაზე მეტი უნდა გააკეთოს ვიდრე აკეთებს ამას სხვა ქვეყანა. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმ რესურსების ფარგლებში, რომელიც გააჩნია.
მაგრამ არავინ კითხულობს ერთ რამეს, საქართველოს ინტერესების დასაცავად, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რას ვაკეთებთ?! - ხომ არ დაგვაზიანებს?! საშიში ხომ არ არის ამ პერიოდში ხმლის ქნევა, რომელიც ხელში არ გვიჭირავს, ეს ჩვენს ეკონომიკას ხომ არ დაარტყამს? ლარის კურსს რამე ხომ არ ემუქრება? - ამ ყველაფერს არავინ კითხულობს,"- აცხადებს გია ვოლსკი.