საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციური პარტია ცდილობს უკრაინის მხარდასაჭერად გამოსული ხალხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ქაოსის შესაქმნელად გამოიყენოს:
"ჩვენს ფანჯრებთან იყო მიტინგი უკრაინის მხარდასაჭერი, მივესალმები მათ განწყობას პათოსს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მაგრამ ამათ უნდათ რომ ეს ხალხი გამოიყენონ არა უკრაინისთვის ღირსეული, მორალური მხარდაჭერისთვის, არამედ ის ქაოსი შექმნან, რომ იქ არეულობამ მოიტანოს მათთვის პოლიტიკური დივიდენდი. დღეს დესტაბილიზაცია რუსეთს და ნაცმოძრაობას ერთნაირად უნდა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.