16 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა

25 თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უმასპინძლა. მათ განიხილეს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია  და გამოხატეს ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მოსახლეობისადმი.

ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს ღრმა მწუხარება ადამიანების დაღუპვისა და ტანჯვის გამო.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით. 

დღის ამბები