28 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ დროს მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დაყრიან იარაღს - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია უკრაინის მილიტარიზმისა და ნაციზმისგან გათავისუფლებას ემსახურება. სერგეი ლავროვმა უკრაინასთან მიმართებაში დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაც გააკრიტიკა:

"რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს, რომ უკრაინის მილიტარიზმისაგან და ნაციზმისგან განთავისუფლების შემდეგ, მისმა ხალხმა განსაზღვროს საკუთარი მომავალი გარე ზეწოლის გარეშე. რუსეთი არ დაუშვებს ნეონაცისტების მმართველობას უკრაინაში.

უსირცხვილობა დასავლელი კოლეგების მთავარი მახასიათებელია, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ის ყოველგვარ ზღვარს გასცდა," - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა ამის პირობად უკრაინის ჯარის მიერ იარაღის დაყრას ასახელებს:

"რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ დროს, მას შემდეგ რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დაყრიან იარაღს. არავინ აპირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმას და ჩაგვრას. დაე, დაბრუნდნენ ოჯახებში," - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები