07 მაისი 2024,   21:54
ვრცლად
უეფას სანქციები რუსეთს - ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება. ფინალს სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზი უმასპინძლებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი Gazprom Arena-ს ნაცვლად Stade de France-ზე ჩატარდება. 

გადაწყვეტილება შვეიცარიაში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული. უკრაინული და რუსული კლუბები, ასევე ამ ქვეყნების ნაკრები გუნდები, უეფას ეგიდით ჩასატარებელ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე გამართავენ.

რაც შეეხება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს, რომელშიც რუსეთმა პოლონეთს უნდა უმასპინძლოს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ახლო მომავალში "ფიფა" მიიღებს. პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა "ფიფას" თამაშის ჩატარების ადგილის შეცვლა უკვე მოსთხოვეს.

 
დღის ამბები