ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებას სთავაზობს. დასხდებიან თუ არა ერთი მაგიდის ირგვლივ საომარ მოქმედებებში ჩართული მხარეები, უცნობია. ოფიციალური კიევი მოსკოვის პასუხს ელის.
სანამ კრემლში გადააწვეტილებას მიიღებენ, უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბული რჩება, კიევში მდგომარეობა ყოველ წუთში იცვლება, მძიმეა სიტუაციაა დედაქალაქის შემოგარენშიც, სადაც ამ დრომდე ისმის განგაშის ხმა! პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიო მოსახლეობას მიმართავს, გამოვიდნენ ომის დასრულების მოთხოვნით.
აქვე, ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს მოახდინონ რუსეთის მოქალაქეების ვიზების ანულირება და გააძლიერონ ზეწოლა აგრესორზე.
"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ შეჭრა, ეს არის ომი ევროპის წინააღმდეგ. ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ევროპაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ ძალადობით საზღვრების დარღვევაზე.
ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა ავსტრალია ახალი ზელანდია აწესებს სექტორული სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათი ბანკების წინააღმდეგ, უზღუდავს დასავლეთის ტექნოლოგიებზე წვდომას. ამ დროს რუსული ტანკები აგრძელებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას. ამიტომ, ევროპამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, მოახდინოს რუსეთის მოქალაქეების ვიზების ანულირება, გამორთონ რუსეთი სვიფტიდან, მოხდეს მოსკოვის სრული იზოლირება. მოხდეს ნავთობის ემბარგო. გამოდით და დაასრულეთ ომი, ეს არის უკრაინელების უფლება. ახლა კი მინდა მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან იმისთვის, რომ შეწყდეს ადამიანების ხოცვა," - განაცხადა ზელენსკიმ.