ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა მხარს უჭერს უკრაინას და მის დახმარებას განაგრძობს.
"ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, ვინაიდან კიევში გრძელდება რუსეთის ძალების თავდასხმა. მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა. აუცილებელია, საჩქაროდ მოხდეს მსოფლიო თანამეგობრობის მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად," - განაცხადა მიშელმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.
"ევროპა მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და განაგრძობს მის მხარდაჭერას. გუშინ საღამოს პოლიტიკურად შეთანხმდა სანქციების მეორე ტალღა მასშტაბური და სერიოზული შედეგებით. შემდგომი პაკეტის საჩქარო მომზადება მიმდინარეობს," - განაცხადა შარლ მიშელმა.