16 ნოემბერი 2024,   08:03
ვრცლად
ყველაზე დიდი საფრთხე კიევს ემუქრება, განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები ბელაია ცერკოვსა და ვასილკოვზე - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე კიევს ემუქრება. მისივე თქმით, რუსების ძალები გოსტომელზევორცელსა და ბუჩაზე მიიწევს.

ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, ხერსონში უკრაინის ჯარებმა აგრესორის 2 საკრუიზო რაკეტა და ერთი თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

​​"ყველაზე დიდი საფრთხე კიევს ემუქრება. მტერი მიიწევს გოსტომელზევორცელსა და ბუჩაზეჩერნიგოვისა და სუმის რაიონებში აგრესორი შეჩერებულია. მელიტოპოლის ნაწილი ჩვენს ჯარს უკავია და არ აძლევს ოკუპანტს მარიუპოლისკენ გადაადგილების საშუალებას. 

ხერსონში ჩვენმა ჯარებმა ააფეთქეს ხიდები და იცავენ ქალაქის მარჯვენა სანაპიროს უსაფრთხოებას. ჩამოაგდეს აგრესორის 2 საკრუიზო რაკეტა და ერთი თავდასხმის თვითმფრინავი. განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები ბელაია ცერკოვსა და ვასილკოვზე," - ამბობს ალექსეი არესტოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ახლა ქალაქ ივანკოვთან მიმდინარეობს. ეს არის კიევის ჩრდილო დასავლეთის მიმართულება ადმინისტრაცია საუბრობს იმაზე, რომ ამერიკიდან მიღებული ჯაველინების დახმარებით მოწინააღმდეგეების რამდენიმე ვერტმფრენის და როგორც მინიმუმ ერთი სამხედრო კოლონის განადგურება მოახერხეს.

დღის ამბები