უკრაინის მხარდამჭერი აქციები თბილისში დაკავებებით დასრულდა - პარლამენტთან პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ სტიკერების გაკვრა სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა.
"დააკავეს იმიტომ, რომ პლაკატი ეჭირა. ბადრის აქვს მოგებული პროცესი, სადაც მოსამართლემ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ეგეთი რაღაცები ჯდება. მარტივი ამბავია, მაგრამ აქ ვინც იყო ამათი უფროსი იმან თქვა, რომ არაო არ მოსულა ეგეთი რამე აკრძალული არისო და ამიტომ უნდა დავაკავოთო და დააკავეს უმიზეზოდ," - აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე.