16 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"ჩვენ გავიარეთ ეს გზა, 2008 წელს ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა უკრაინისგან, ახლა ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდით" - მხარდამჭერი აქცია კანცელარიასთან

თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. გაშლილია უკრაინის დროშები. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

დედაქალაქის ცენტრში შეკრებილები მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

"ჩვენ გავიარეთ ეს გზა. უკრაინელი ერი არის ჩვენი მოძმე, ყოველთვის მხარში გვედგა, განსაკუთრებით 2008 წლის კრიზისის დროს. მაშინ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ამ სახელმწიფოს მხრიდან. ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდით, რადგან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

დღის ამბები