16 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ჩაშლილი რიგგარეშე სესია საქართველოს პარლამენტში - ვინ როგორ ხედვას უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებას

ჩაშლილი რიგგარეშე სესია საქართველოს პარლამენტში - დღეს სხდომათა დარბაზი დაკეტილი იყო, ამიტომ პოლიტიკური განცხადებები დერეფნებში გააკეთა. დავა მიდის, ვინ როგორ ხედვას უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებას.

პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ დილით თქვა, რომ არ აპირებდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მისვლას, რასაც პირველ საკითხად ითხოვდა ოპოზიცია, თუმცა საკითხებამდე საქმე საერთოდ არ მისულა, რადგან საკანონმდებლო ორგანოში დღეს ქვორუმი ვერ შედგა.

შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის გადაწყვეტილება 2 მიზეზით ახსნა. მისი თქმით,ეწინააღმდეგება დღის წესრიგი რეგლამენტს, მეორეა ის რომ ოპონენტები ცდილობენ პოპულისტური და პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ ეს საკითხი. 

პარლამენტის პლენარული სხდომა სამშაბათს ჩატარდება, როგორც ეს დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. არ არის გამორიცხული ამ სხდომაზე რეზოლუციის ახალ პროექტზეც იმსჯელონ, რომელსაც მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს.

დღის ამბები