23 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
NATO უკრაინას მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უფრო მეტ შეიარაღებას - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ NATO უკრაინას მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უფრო მეტ შეიარაღებას. ამის შესახებ NATO-ს გენმდივანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეწყვიტოს უაზრო ომი. მისივე თქმით, მსოფლიო ნამდვილად აგებინებს პასუხის რუსეთს ამ ყველაფრისთვის.

როგორც სტოლტენბერგმა გამოსვლისას აღნიშნა, დასავლეთის ლიდერები მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფასის გადახდა მოუწევთ.

 

დღის ამბები