16 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
თუ ჩვენ ტექნიკურად მაინც არ ვუერთდებით სანქციებს, გამოდის რომ ვდგებით მეორე მხარეს, ანუ ვეხმარებით რუსეთს აიცილოს სანქციები - ვახტანგ მეგრელიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ საქართველო ტექნიკურად მაინც არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, გამოდის, რომ ქვეყანა მეორე მხარეს დგას, ანუ ემხრობა რუსეთს აიცილოს სანქციები. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"ტექნიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, დღეს რუსეთს დაუწესეს სანქციები და მათ შორის VTB ბანკს, რომელიც საქართველოშიც არის. წარმოვიდგინოთ, რომ თუ ჩვენ ტექნიკურად მაინც არ ვუერთდებით ამ სანქციებს, გამოდის რომ ვდგებით მეორე მხარეს, ანუ ვეხმარებით რუსეთს აიცილოს სანქციები. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" დაფიქრება მართებს, რომ ასეთი უცნაური ნაბიჯებით ძალიან სერიოზული გაუგებრობა არ გამოიწვიოს. რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსთაველზე, ეს პარტიული არ არის, ამიტომაც არის ეს ძალიან საშიში მათ შორის ხელისუფლებისთვის, რომელიც არაადეკვატურად იქცევა,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

 

 

 

 

 

დღის ამბები